პელეს მაისური 1958 წლის ჩემპიონატის ფინალიდან 4.88 მილიონად გაიყიდა #1TVSPORT

10:07, 19.07.2026

ლეგენდარული ბრაზილიელის პელეს სათამაშო ფორმა მსოფლიოს 1958 წლის ფინალური მატჩიდან აუქციონზე 4.88 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ იტყობინება სააუქციონო სახლის, Sotheby’s-ის ოფიციალური ვებგვერდი.

68 წლის წინ ბრაზილიამ ფინალში 5:2 დაამარცხა შვედეთი, 17 წლის პელემ კი დუბლი შეასრულა.

ვაჭრობა 29 ივნისს დაიწყო და 17 ივლისამდე გაგრძელდა.

ამ მომენტისთვის ყველაზე ძვირადღირებულ მაისურად რჩება დიეგო მარადონას სათამაშო ფორმა მსოფლიო 1986 წლის ჩემპიონატიდან. 2022 წელს ლეგენდარული არგენტინელის მაისური აუქციონზე 9.28 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მსგავსი