პელეგრინი მოურინიოს მწვრთნელობით აღფრთოვანებულია - გუნდში საკუთარი თავის ასეთი რწმენა არასდროს გვქონია  #1TVSPORT
პელეგრინი მოურინიოს მწვრთნელობით აღფრთოვანებულია - გუნდში საკუთარი თავის ასეთი რწმენა არასდროს გვქონია #1TVSPORT

ევროპის ლიგის პირველი ტურის მატჩში „რომამ“ სოფიას CSKA-ს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1.

ლორენცო პელეგრინიმ შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა, დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პელეგრინიმ საკუთარ თავზე მეტად მოურინიოს შესახებ ისაუბრა და რომაელთა მთავარი მწვრთნელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

„კარგი თამაში იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია! თქვენ ნახავთ, რომ ჟოზე მოურინიოს მოსვლასთან ერთად, „რომაში“ ყველაფერი ახლებურად იქნება. მოურინიოსთან მუშაობა – ეს საოცარი ამბავია! გუნდში საკუთარი თავის ასეთი რწმენა არადროს გვქონია. გვაქვს შეგრძნება, რომ თასებს მოვიპოვებთ“, – ამბობს რომაელთა ნახევარმცველი.