პელეგრი „მილანის“ რიგებს შეუერთდა #1TVSPORT

21:43, 25.08.2021

„მონაკოს“ იტალიელი თავდამსხმელი პიეტრო პელეგრი სამშობლოში დაბრუნდა და „მილანის“ ღირსებას დაიცავს, – იუწყება იტალიური კლუბის პრესსამსახური.

20 წლის ფეხბურთელი „მილანის“ რიგებს იჯარის წესით შეუერთდა და ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდება, თუმცა, იტალიურ მხარეს პელეგრის გამოსყიდვის უფლება ექნება.

პიეტრო პელეგრი 64-ნომრიან მაისურს მოირგებს. ახალგაზრდა იტალიელმა ფორვარდმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი