პელე ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელია, ნეიმარი ათეულში ვერ მოხვდა (FourFourTwo) #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ შეადგინა ყველა დროის 10 საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელის სია. პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, პელემ.
- პელე
- რონალდო
- გარინჩა
- რონალდინიო
- რომარიო
- რივალდო
- ზიკო
- სოკრატესი
- ჟაირზინიო
- კაკა
ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ნეიმარი (79 გოლი) სიაში ვერ მოხვდა.