პელე – ვისურვებდი მესისთან ერთად თამაშს, ის დღეს ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია

20:52, 15.11.2019

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პელემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თანამედროვეობის რომელ ფეხბურთელთან ისურვებდა ერთ გუნდში თამაშს.

„ვფიქრობ, ლეო მესისთან. ის უნიჭიერესი ფეხბურთელია – არიგებს საგოლე პასებს, ორგანიზებას უწევს თამაშს, გოლებს იტანს, კარგია დრიბლინგისას. ჩვენ რომ ერთ გუნდში გვეთამაშა, მეტოქეებს მოუწევდათ ორი ფეხბურთელის გაჩერებაზე ზრუნვა და არა ერთის! დღეისთვის, მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია“, – განაცხადა ფეხბურთის „მეფემ“.

უფრო ადრე, პელემ ამგვარი აზრი გამოთქვა: „დიეგო მარადონა გაცილებით უკეთესია მესიზე. ლეოს მხოლოდ ერთი კარგი თვისება აქვს“.

მსგავსი