პელე - რონალდო თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელია
პელე - რონალდო თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელია

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ გამოაცხადა, ვის მიიჩნევს ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. „ფეხბურთის მეფემ“ ასევე დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში.

„ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთში საუკეთესოდ უნდა მივიჩნიოთ კრიშტიანო რონალდო. ის ყველაზე სტაბილური მოთამაშეა, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ მესი.

ვინ არის საუკეთესო ისტორიაში? ეს რთული შეკითხვაა. უნდა გვახსოვდეს ზიკო, რონალდინიო, რონალდო… ევროპაში გამოდიოდნენ კრუიფი და ბეკენბაუერი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პელე საუკეთესო იყო. რატომ? იმიტომ, რომ მათ ყველას მე მადარებდნენ“, – მოჰყავს პელეს სიტყვები პორტუგალიურ გამოცემა A Bola-ს.