პელე, მესი, კრიშტიანო რონალდო, მუჰამედ ალი და ლებრონ ჯეიმსი ყველაზე გადაფასებული სპორტსმენების სიაში მოხვდნენ
პელე, მესი, კრიშტიანო რონალდო, მუჰამედ ალი და ლებრონ ჯეიმსი ყველაზე გადაფასებული სპორტსმენების სიაში მოხვდნენ

პოპულარულ სარეიტინგო ვებგვერდზე (thetoptens.com) გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის შედეგად მეტად არაერთმნიშვნელოვანი და საკამათო სია შეადგინეს. ეს არის სპორტის ისტორიაში ყველაზე გადაფასებული სპორტსმენების რეიტინგი.

ტოპ50-ში აღმოჩნდა „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი, რომელიც 46-ე ადგილზეა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე მუჰამედ ალი 39-ე ადგილზე აღმოჩნდა. „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო კი საკმაოდ მაღალ – მე-11 პოზიციაზეა.

ყველაზე გადაფასებული სპორტსმენების ტოპ-ათეულს ასეთი სახე აქვს:

1. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი)

2. შაკილ ო’ნილი (კალათბურთი)

3. მიშელ ვი (გოლფი)

4. პელე (ფეხბურთი)

5. ტერელ ოუენსი (ამერიკული ფეხბურთი)

6. ილაი მენინგი (ამერიკული ფეხბურთი)

7. კობი ბრაიანტი (კალათბურთი)

8. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი)

9. დანიკა პატრიკი (ავტოსპორტი)

10. სკოტი პიპენი (კალათბურთი)