პელე ჰოსპიტალიზებულია
პელე ჰოსპიტალიზებულია

პელე ჰოსპიტალიზებულია. როიტერის ინფორმაციით, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მოულოდნელად გონება დაკარგა. 77 წლის პელეს ახლა ექიმები განსაკუთრებულად მეთვალყურეობენ, მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას 21-წლიან კარიერაში 1,281 გოლი აქვს გატანილი და ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული.