პეკინის ტიტული დომინიკ ტიმმა მოიგო
პეკინის ტიტული დომინიკ ტიმმა მოიგო

ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა 2019 წელს მეოთხე ტიტული მოიპოვა. მან პეკინის ATP500 კატეგორიის ტურნირის ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:4, 6:1. შეხვედრა ორი საათი და 13 წუთი გრძელდებოდა.

ტიმი საკმაოდ კრიტიკული სიტუაციიდან გამოძვრა – მან წააგო პირველი სეტი და მეორეში ბრეიკით ჩამორჩა. თუმცა, ავსტრიელმა იქვე შეასრულა უკუბრეიკი და შემდეგ ციციპასს ბრეიკი აღარ ჰქონია.

მთელი მატჩის სტატისტიკას თუ ავიღებთ, ტიმი ფლობდა ინიციატივას – მან 14 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, ციციპასმა – რვა. ავსტრიელის ანგარიშზე იყო ხუთი ბრეიკი, ბერძენმა სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

ტიმმა წელს ჰარდზე მარტში მოიგო მაიამის „მასტერსი“ – ფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა. ავსტრიელმა კარიერაში პირველად მოიგო ერთ სეზონში ჰარდის ორი ტურნირი.

შეგახსენებთ, რომ სტეფანოს ციციპასმა პეკინის მეორე წრეში სამ სეტში მოუგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი იყო.