პეკინის საავადმყოფოებიდან კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტები გაწერეს
პეკინის საავადმყოფოებიდან კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტები გაწერეს

პეკინის საავადმყოფოებში კოვიდინფიცირებულები აღარ არიან. ჩინეთის დედაქალაქის საავადმყოფოდან ბოლო ორი პაციენტი 24 აგვისტოს გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ორი პაციენტი პეკინის დიტანის ჰოსპიტლიდან გაწერეს.

კორონავირუსის გავრცელების დღიდან, პეკინში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 995 შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთის დედაქალაქში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.

რაც შეეხება ჩინეთის სხვა რეგიონებს, ქვეყანაში ბოლო 24 საათში რეგისტრირებულია კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა. მათგან ყველა იმპორტირებულია. ამგვარად, ჩინეთში უკვე ბოლო 10 დღეა, კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჩინეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 84 996 შემთხვევა. გარდაიცვალა 4 634 ადამიანი.