პეკინის ოლიმპიადის პირველი ჩემპიონი ნორვეგიელი მოთხილამურეა #1TVSPORT
2022 წლის ზამთრის თამაშებზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. პირველი ჩემპიონი გახდა ნორვეგიელი მოთხილამურე ტერეზა იოჰაუგი, რომელმაც დიდი უპირატესობით მოიგო თხილამურებით რბენის დისციპლინა – ქალთა სკიატლონი. ეს არის 15-კილომეტრიანი დისტანცია, რომლის ნახევარს სპორტსმენები კლასიკური სტილით გადიან, მეორე ნახევარს – თავისუფალი სტილით.
იოჰაუგი თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა – ის სკიატლონში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ნორვეგიელმა შეძლო მერვე კილომეტრზე გაქცეოდა კონკურენტებს და ფინიშზე ნახევარი წუთი მოუგო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს ნატალია ნეპრიაევასა და ავსტრიელ ტერეზა შტადლობერს, რომლებმაც, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს.
ტერეზა იოჰაუგმა კარიერაში მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. პირველი გამარჯვება 2010 წელს ვანკუვერში მოიპოვა, როცა ესტაფეტა მოიგო. ასევე მას თითო ვერცხლი და ბრინჯაო აქვს მოპოვებული სოჭის ოლიმპიადაზე.
თხილამურებით რბენა
ქალები. სკიატლონი 15 კმ (7.5+7.5)
- ტერეზა იოჰაუგი (ნორვეგია) – 44:13.7
- ნატალია ნეპრიაევა (როკ) – +30.2
- ტერეზა შტადლობერი (ავსტრია) – +30.5