პედრომ „რომასთან“ კონტრაქტი შეათანხმა
პედრომ „რომასთან“ კონტრაქტი შეათანხმა

„ჩელსის“ ესპანელმა ლეგიონერმა პერსონალური კონტრაქტის დეტალები „რომასთან“ შეათანხმა, – იუწყება Corriere dello Sport.

გამოცმის ინფორმაციით, 32 წლის ესპანელი ფეხბურთელი „რომაში“ ორი წლის განმავლობაში ითამაშებს, მისი ხელფასი კი სამი მილიონი ევროთი განისაზღვრა (გათვალისწინებულია ბონუსებიც).

პედროს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან ამ ზაფხულს იწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ, ესპანელმა გადაწყვიტა, რომ ინგლისი დაეტოვებინა და იტალიაში გადასულიყო.

პედრო ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელია, მშობლიური გუნდის შემადგენლობაში მან 65 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. „ჩელსიში“ პედროს მონაგარი არანაკლებ შთამბეჭდავია – 201 მატჩი და 43 გოლი.