პედრო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და „რომაში“ გადავა
პედრო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და „რომაში“ გადავა

„ჩელსის“ ნახევარმცველი პედრო, დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულში იტალიურ „რომაში“ გადავა. ამ ინფორმაციას გამოცემა „გოლი“ ავრცელებს. 32 წლის ესპანელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება და „რომაში“ ის, სავარაუდოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს მოლაპარაკებებში.

აღსანიშნავია, რომ პედროთი ასევე არიან დაინტერესებულნი „იუვენტუსი“, „ვალენსია“, „სევილია“ და „ბეტისი“.

პედრომ, რომლის სრული სახელია პედრო ელიესერ როდრიგეს ლედესმა, პროფესიული კარიერა „ბარსელონაში“ დაიწყო და იქ 2008-15 წლებში ითამაშა, შემდეგ კი ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა.