პედრო „რომას“ ფეხბურთელი გახდება
პედრო „რომას“ ფეხბურთელი გახდება

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ჩელსის“ ნახევარმცველი პედრო იტალიურ „რომაში“ გადავა სათამაშოდ. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

აღნიშნავენ, რომ ესპანელი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს, მისი ხელფასი კი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს გაუტოლდება.

32 წლის პედრომ წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, საკუთარ გუნდს კი ორი გოლითა და ოთხი შედეგიანი პასით დაეხმარა.