პედრო „ჩელსის“ დაემშვიდობა
პედრო „ჩელსის“ დაემშვიდობა

„ჩელსის“ ნახევარმცველ პედროს ლონდონურ გრანდთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ფეხბურთელი გუნდს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ემოციური პოსტით დაემშვიდობა.

„ჩელსიში“ გატარებული ხუთი არაჩვეულებრივი წელი მიიწურა. დიდი მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს, ჩემს მეგობრებსა და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, – წერს პედრო. უღრმესი მადლობა, რომ ამ დიდ ოჯახში მიმიღეთ. მე აქ უბედნიერესი ვიყავი და თავი საკუთარ სახლში მეგონა.

დიდი ბედნიერება და პატივი იყო „ჩელსიში“ თამაში და პრემიერლიგის, ინგლისის თასისა და ევროპის ლიგის მოგება“, – დაწერა პედრომ.

დატოვე კომენტარი