პედრი, უნაი სიმონი, ოლმო ოლიმპიადაზე ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოხვდნენ #1TVSPORT
პედრი, უნაი სიმონი, ოლმო ოლიმპიადაზე ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოხვდნენ #1TVSPORT

ცნობილი გახდა ესპანეთის ნაკრების განაცხადი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის.

მეკარეები – ალვარო ფერნანდესი (უესკა), უნაი სიმონი (ბილბაო), ალეხანდრო დომინგესი (ლას პალმასი);

მცველები – ოსკარ მინგესა, ერიკ გარსია (ორივე – ბარსელონა), ხესუს ვალიეხო (გრანადა), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ოსკარ ხილი (ესპანიოლი), ხუან მირანდა (ბეტისი);

ნახევარმცველები – მარკ კუკურელია (ხეტაფე), ხონ მონკაიოლა (ოსასუნა), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე – სოსიედადი), დანი სებალიოსი (რეალი), კარლოს სოლერი (ვალენსია), პედრი (ბარსელონა);

ფორვარდები – ბრაიან ხილი (სევილია), მარკო ასენსიო (რეალი), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), რაფა მირი (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ხავი პუადო (ესპანიოლი).

აღვნიშნავთ, რომ უნაი სიმონი, ერიკ გარსია, პაუ ტორესი, პედრი, დანი ოლმო და მიკელ ოიარსაბალი დღეისთვის ესპანეთის პირველ ნაკრებში ევრო 2020-ზე თამაშობენ.

ოლიმპიადის საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდნენ „რეალის“ ყოფილი მცველი სერხიო რამოსი, აგრეთვე „ბარსელონას“ ფეხბურთელები – ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და სერხი რობერტო, რომლებიც იყვნენ წინასწარ სიაში.

დატოვე კომენტარი