პედრი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
პედრი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა პედრიმ სერიოზული ტრავმა მიიღო ევროპის ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალის დროს „აინტრახტის“ წინააღმდეგ, რის გამოც ის სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Mundo Deportivo-მ.

19 წლის ნახევარმცველმა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა. სავარაუდოდ, პედრის აღდგენისთვის ექვსი-რვა კვირა დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა უკვე გამოტოვა მიმდინარე სეზონის ნაწილი – მას არ უთამაშია სექტემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე. სულ ამ სეზონში მის ანგარიშზე 22 მატჩი და ხუთი გოლია.

„ბარსელონამ“ ორი მატჩის ჯამში წააგო „აინტრახტთან“ ორმატჩიანი დაპირისპირება – 3:4 (1:1, 2:3).