პედრი კიდევ სამი კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT

10:22, 26.10.2021
LISBON, PORTUGAL – SEPTEMBER 29: Pedri of FC Barcelona looks on during the UEFA Champions League group E match between SL Benfica and FC Barcelona at Estadio da Luz on September 29, 2021 in Lisbon, Portugal. (Photo by David Ramos/Getty Images)

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა პედრიმ გაიმიზეზა ტრავმა, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ მატჩში მიიღო, – წერს გაზეთი AS.

ესპანელი ფეხბურთელი კიდევ სამ კვირას გამოტოვებს დაზიანების გამო. „ბარსელონაში“ იმედოვნებენ, 18 წლის ნახევარმცველი ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება გუნდს.

კვირას, დილის ვარჯიშის შემდეგ, ესპანელმა ფეხის არეში ტკივილი იგრძნო და მინდორი ვადაზე ადრე დატოვა. პედრიმ დამატებითი სამედიცინო შემოწმება გაიარა და გაირკვა, რომ ტრავმა გაუარესდა.

იტყობინებიან, რომ ესპანელი ვერ ითამაშებს „რაიო ვალეკანოს“, „ალავესის“, კიევის „დინამოსა“ და „სელტას“ წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ის „ბარსელონას“ 21 ნოემბერს, „ესპანიოლთან“ მატჩში დაეხმარება.

მსგავსი