პედრი კიდევ ერთ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
პედრი კიდევ ერთ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ნახევარმცველი პედრი უახლოეს პერიოდში ისევ ვერ შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას, – იტყობინება გამოცემა Diario Sport. ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ მატჩში მიიღო.

წყაროს ცნობით, პედრის ტრავმის რეციდივი აქვს. ამის გამო, 18 წლის ესპანელი კიდევ ერთ თვეს გამოტოვებს.

ამ სეზონში პედრიმ საკლუბო დონეზე ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.