პედრი გვარდიოლას სამიზნეში - „სიტის“ „ბარსელონას“ ნეხევარმცველის შეძენა სურს #1TVSPORT
პედრი გვარდიოლას სამიზნეში - „სიტის“ „ბარსელონას“ ნეხევარმცველის შეძენა სურს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ბარსელონას“ 20 წლის ნახევარმცველის შეძენას გეგმავს.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფომაციით, პედრი „სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ერთ-ერთი მთვარი სატრანსფერო სამიზნეა.

აღნიშნავენ, რომ გარიგების თანხა, სავარაუდოდ, 100 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც ფინანსურ პრობლემებში გახვეული კატალონიური კლუბისთვის ხელსაყრელი წინადადება იქნება.

პედრი „ბარსელონაში“ 2019 წელს „ლას პალმასიდან“ გადავიდა და ტრანსფერის თანხამ 17,5 მილიონი ევრო შეადგინა.