პავოლ სტანო - ფეხბურთის მცოდნე დაინახავდა, რომ „დილას“ კარგი მოთამაშეები ჰყავს #1TVSPORT
პავოლ სტანო - ფეხბურთის მცოდნე დაინახავდა, რომ „დილას“ კარგი მოთამაშეები ჰყავს #1TVSPORT

გორის „დილასთან“ განმეორებით მატჩში დამარცხების მიუხედავად (1:2), სლოვაკური „ჟილინა“ ორი მატჩის ჯამში (5:1, 1:2) კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე გავიდა. განვლილი თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პავოლ სტანომ შეაფასა.

„მოწინააღმდეგემ კარგი ფეხბურთი აჩვენა. იძულებული გავხდით, დაცვაში „ჩავმჯდარიყავით“, სადაც თავს მთელი ძალით ვიცავდით. ვისაც ფეხბურთი ესმის, დაინახავდა, რომ გორის „დილას“ კარგი მოთამაშეები ჰყავს. მე ვფიქრობ, პირველმა ტაიმმა გადაწყვიტა, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდოდით, რადგან „დილამ“ ვერ გაგვიტანა და ეს იყო გადამწყვეტი. პირიქით, ანგარში ჩვენ გავხსენით და მეტოქისთვის თამაშის შემობრუნება ძალზე რთული აღმოჩნდა. ასეთი მატჩები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. უნდა ვაღიარო, რომ მეტოქემ გარისკა, ჩვენ კი საჭირო ტემპის დაჭერა ვერ მოვახერხეთ. მეორე მხრივ, უპირატესობის შენარჩუნება ჩვენთვის კარგი გამოცდილებაა“, – განაცხადა პავოლ სტანომ.

კონფერენს ლიგის მე-2 შესარჩევ ეტაპზე გასული „ჟილინა“ კვიპროსის ვიცეჩემპიონს, ლიმასოლის „აპოლონს“ დაუპირისპირდება, სადაც გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ინჯგია თამაშობენ. პირველი მატჩი 22 ივლისს კვიპროსში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – სლოვაკეთში.