პაველ ნედვედი საუდის არაბეთში იმუშავებს #1TVSPORT
პაველ ნედვედი საუდის არაბეთში იმუშავებს #1TVSPORT

ჩეხური ფეხბურთის ლეგენდა პაველ ნედვედი, რომელიც 2022 წელს „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ უმუშევარი რჩებოდა, ახალ თანამდებობას ჩაიბარებს.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი საუდის არაბეთის კლუბის „ალ-შაბაბის“ სპორტული დირექტორი გახდება. ამ პოსტზე მისი დანიშვნის შესახებ რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

პაველ ნედვედი 2015-22 წლებში „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო, მაგრამ დატოვა ტურინული კლუბი ანდრეა ანიელისთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს „ალ-შაბაბის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ლეგენდარული თურქი სპეციალისტი ფათიჰ თერიმი.