ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი პაველ ნედვედი ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების გენერალური მენეჯერი გახდა.
ლეგენდარული ფეხბურთელი პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის პირველ და ახალგაზრდულ (U21) ნაკრებებზე.
პაველ ნედვედმა კარიერა 2009 წელს დაასრულა. 2016-22 წლებში ის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო, 2025 წლის იანვრიდან კი საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-შაბაბის“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა.