პაველ კლიმკინი - ქორწილში ცეკვით ვერ შეაჩერებთ რუსეთის ჩარევას თქვენი ქვეყნის საქმეებში
პაველ კლიმკინი - ქორწილში ცეკვით ვერ შეაჩერებთ რუსეთის ჩარევას თქვენი ქვეყნის საქმეებში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი მიიჩნევს, რომ ავსტრიაში რუსი ჯაშუშის დაკავების ფაქტი ავსტრიის მთავრობის შანსია, უფრო კარგად გაიცნოს და ფრთხილად მიუდგეს თანამედროვე რუსეთს.

„ქორწილებში ცეკვა, Business as usual​-იც კი – რუსეთის ჩარევას ვერაფერი აჩერებს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილი გაიხსენა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო მიწვეული.

ავსტრიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით შეირაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი დააკავეს. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი რუსეთის სასარგებლოდ სადაზვერვო საქმიანობას 20 წლის განმავლობაში ეწეოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, სავარაუდოდ, აგროვებდა ინფორმაციას ავსტრიის სამხედრო-საჰაერო ძალების, საარტილერიო სისტემებისა და მიგრაციული კრიზისის შესახებ. ის ასევე ეჭვმიტანილია ავსტრიელი სამხედრო მაღალჩინოსნების შესახებ დეტალური ინფორმაციის გადაცემაში.