პაულუ ფონსეკამ „მილანი“ დატოვა, მის ადგილს სერჟიო კონსეისაო დაიკავებს #1TVSPORT
პაულუ ფონსეკამ „მილანი“ დატოვა, მის ადგილს სერჟიო კონსეისაო დაიკავებს #1TVSPORT

პორტუგალიელმა სპეციალისტმა პაულუ ფონსეკამ „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.

„ეს სიმართლეა – მე წავედი „მილანიდან“. ასეთია ცხოვრება. ჩემი სინდისი სუფთაა, რადგან მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო“, – მოჰყავს ფონსეკას სიტყვები Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ ფონსეკა 2024 წლის ზაფხულიდან ედგა სათავეში „მილანს“.

სერია A-ს 17 ტურის შემდეგ „მილანი“ 27 ქულით მერვე ადგილზეა.

უკვე ცნობილია, ვინ შეცვლის ფონსეკას. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, მის ადგილს „მილანში“ ასევე პორტუგალიელი სერჟიო კონსეისაო დაიკავებს, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს. ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

49 წლის კონსეისაო 2017 წლიდან „პორტუს“ ავარჯიშებდა და ეს გუნდი სამჯერ მიიყვანა პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულამდე, გარდა ამისა, ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.