პორტუგალიელი სპეციალისტი პაულუ ფონსეკა, დიდი ალბათობით, სათავეში ჩაუდგება „ლიონს“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ფონსეკა მზად არის, დაუყოვნებლივ შეუდგეს თავისი მოვალეობების შესრულებას, – დაწერა სოციალურ ქსელში გერმანელმა ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა.
ფონსეკა 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იყო. მას ასევე უმუშავია „ლილში“, „რომაში“, „შახტარში“, „ბრაგასა“ და სხვა კლუბებში.
უფრო ადრე „ლიონმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა 45 წლის პიერ საჟი, რომელიც გუნდს 2023 წლის ნოემბრიდან წვრთნიდა.
„ლიონმა“ ბოლო ხუთ მატჩში ოთხი ფრე ითამაშა და ერთხელ დამარცხდა. გუნდი მეექვსე ადგილზეა ლიგა 1-ის ცხრილში.