პაულო კოსტამ ტრავმა მიიღო და ისრაელ ადესანიას დანა უაიტი სხვა მეტოქეს შეურჩევს (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დაადასტურა, რომ საშუალო წონითი დივიზიონის ბრაზილიელი მებრძოლ პაულო კოსტას ტრავმა აქვს და დივიზიონის ჩემპიონ ისრაელ ადესანიას უახლოეს მომავალში ვერ დაუპირისპირდება.

კოსტას ხელის ტრავმა აქვს და აქტიურ სპორტს დაახლოებით 8 თვით ჩამოშორდა. მის მაგივრად კი „სტაელბენდერისთის” ამჟამად, სხვა მოწინააღმდეგეს არჩევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია კოსტასა ადესანიას ბრძოლას არ აანონსებდა, ნიგერიელი ჩემპიონის ყველაზე რეალურ მოწინააღმდეგედ სწორედ ბრაზილიელი მიიჩნეოდა, რადგან მას კარიერაში ჯერჯერობით მარცხი არ განუცდია.

დანა ვაიტის თქმით, ამჟამად ისრაელ ადესანიასთან სხვა შესაძლო ბრძოლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეალურ ვარიანტად დარენ ტილისა და კელვინ გასტელუმს შორის გამარჯვებულიც შეიძლება მივიჩნიოთ. ეს ბრძოლა ნიუ-იორკის „მედისონ სკუერ გარდენში” 3 ნოემბერს გაიმართება.