პაულო ფონსეკა - „ლიონის“ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ #1TVSPORT
პაულო ფონსეკამ „ლიონის“ (სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს) მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გუნდს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და მისგან უკეთეს შედეგს ელის.
„კლუბის მეპატრონემ, ჯონ ტექსტორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ის მესაუბრა „ლიონის“ ამბიციებზე, ამ დიდ კლუბში ჩემთვის მისი პროექტის გააზრება მნიშვნელოვანი იყო. ძალიან მოტივირებული ვარ, რომ იმ შედეგებს მივაღწიოთ, რაც გუნდის ქომაგს მოეწონება.
აქ იმიტომ ვარ, რომ „ლიონის“ ფეხბურთელების მჯერა. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, შედეგები გავაუმჯობესოთ, გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც შემტევი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ.
სხვადასხვა სათამაშო სისტემის გამოყენება შეგვიძლია. მე უფრო 4-2-3-1 სქემას ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ უნდა გავაანალიზო ფეხბურთელების მახასიათებლები, რათა საუკეთესო ვარიანტი ვიპოვო. ზოგიერთ მათგანს ვიცნობ, მაგრამ ყოველდღიური მუშაობაში, შესაძლოა, ბევრმა თავი ახლებურად წარმოაჩინოს“, – თქვა პაულო ფონსეკამ.