პაულო ფონსეკა ძალიან ახლოა „მილანიდან“ განთავისუფლებასთან #1TVSPORT
პაულო ფონსეკამ, შესაძლოა, უახლოეს დროში დაკარგოს „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი.
პორტუგალიელი სპეციალისტი, „როგორც არასდროს“ ახლოს არის განთავისუფლებასთან, – წერს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სერია A-ს მე-17 ტურში „მილანმა“ შინ ფრედ ითამაშა „რომასთან“.
„მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფონსეკას შეცვლის მთავარ პრეტენდენტად სახელდება სერჟიო კონსეისაო, რომელიც ადრე „პორტუში“ მუშაობდა.
17 ტურის შემდეგ „მილანი“ 27 ქულით მერვე ადგილზეა.