პაულო დიბალასა და მის შეყვარებულს კორონავირუსი დაუდგინდათ
პაულო დიბალასა და მის შეყვარებულს კორონავირუსი დაუდგინდათ

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუს COVID-19-ზე. ასევე დაავადდა არგენტინელი ფეხბურთელის შეყვარებული ორიანა საბატინი.

ამასთან, 26 წლის დიბალამ დაწერა, რომ ავადმყოფობის მიუხედავად, ის და ორიანა თავს კარგად გრძნობენ.

„ყველას მივესალმები, უბრალოდ მინდა შეგატყობინოთ, რომ მე და ორიანამ მივიღეთ პასუხები COVID-19-ის ტესტზე და შედეგები დადებითია. საბედნიეროდ, თავს კარგად გრძნობთ. მადლობა მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ტვიტერში დიბალამ.

არგენტინელი მესამე ფეხბურთელია „იუვენტუსში“, ვისაც კორონავირუსი დაუდგინა. მანამდე, ეს ვირუსი აღმოაჩნდათ მცველ დანიელე რუგანისა და ნახევარმცველ ბლეზ მატუიდის.