პაულო დიბალამ მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და თვე-ნახევარს გამოტოვებს #1TVSPORT
„რომასა“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, პაულო დიბალამ ოპერაცია გადაიტანა.
ფეხბურთელს 25 იანვრის შემდეგ არ უთამაშია მუხლის ანთების გამო. ერთთვიანმა კონსერვატულმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო. „რომას“ ბოლო ვარჯიშზე დიბალა გამოცხადდა, მაგრამ 10 წუთში ისევ იგრძნო ტკივილი მარცხენა მუხლში, – წერს გამოცემა Calciomercato.
არგენტინელმა მტკივან მუხლზე შაბათს ოპერაცია გაიკეთა. როგორც გაირკვა, დიბალას გარე მენისკი ჰქონდა გაწყვეტილი.
ახლა ნახევარმცველს რეაბილიტაციის პროგრამა დასჭირდება. ვარაუდობენ, რომ დიბალასთვის წლევანდელი სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია, რადგან აღდგენის პროცესი 1.5-2 თვეს დაიკავებს.