არგენტინის ნაკრებისა და „რომას“ ფორვარდმა, პაულო დიბალამ იანვარში, შეიძლება, კლუბი შეიცვალოს. როგორც გამოცემა Sports Digitale-ი წერს, არგენტინელი ახლოს არის იმასთან, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „გალათასარაიში“ გადავიდეს.
ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ დიბალას წარმომადგენლები სტამბოლში ჩავიდნენ და თურქეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
„რომა“ მზად არის, დაუყოვნებლივ შეელიოს თავის ფეხბურთელს, თუ „გალათასარაი“ იტალიური კლუბის ფინანსურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.