პაულო დიბალა - ყველაფერი კარგადაა
პაულო დიბალა - ყველაფერი კარგადაა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა. 21 მარტს, არგენტინელმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსზე მისი ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

„ყველაფერი კარგადაა“, – მიაწერა დიბალამ ინსტაგრამში საკუთარ ფოტოს.

პაულო დიბალა ტურინელთა მესამე მოთამაშე იყო, რომელსაც კორონავირუსი შეეყარა. მანამდე ტესტებზე დადებითი პასუხები მიიღეს დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ.