პაულო დიბალა შეიძლება „ატლეტიკოში“ გადავიდეს #1TVSPORT

17:58, 16.03.2025

„რომას“ შემტევმა ნახევარმცველმა პაულო დიბალამ, შესაძლოა, კარიერა „ატლეტიკოში“ გააგრძელოს. მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მასში ხედავს იდეალურ შემტევს, რომელიც აკლია მის გუნდს.

გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი მაქსიმალურად ახლოს არის დიბალას ტრანსფერთან და მზადაა გააქტიუროს არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 12 მილიონი ევროს ოდენობით. „ატლეტიკოში“ დიბალას განიხილავენ ანტუან გრიზმანის შემცვლელად, რომელმაც ზაფხულში შეიძლება კლუბი დატოვოს.

მსგავსი