პაულო დიბალა „რომაში“ რჩება #1TVSPORT
პაულო დიბალა „რომაში“ რჩება #1TVSPORT

„რომას“ სპორტულმა დირექტორმა ფლორან გისოლფიმ დაადასტურა, რომ კლუბი 2026 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს კონტრაქტს პაულო დიბალასთან.

„შეგვიძლია ოფიციალურად გამოვაცხადოთ, რომ კონტრაქტის გაგრძელება შედგა. ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ის გუნდის ტექნიკური ლიდერია და მნიშვნელოვანი ფიგურაა კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის“, – განაცხადა გისოლფიმ DAZN-თან კომენტარში.

პაულო დიბალა „რომაში“ 2022 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.