პაულო დიბალა – იუვენტუსიდან წასვლას არ ვაპირებ

11:14, 22.11.2018
MENDOZA, ARGENTINA - NOVEMBER 20: Paulo Dybala of Argentina controls the ball during a friendly match between Argentina and Mexico at Malvinas Argentinas Stadium on November 20, 2018 in Mendoza, Argentina. (Photo by Jam Media/Getty Images)

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ, „ბაიერნში“ შესაძლო გადასვლაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბებერ ქალბატონში“ ძალიან ბედნიერია.

„იუვენტუსში“ თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ გვაქვს გეგმა და ამაზე ვართ კონცენტრირებული. სატრანსფერო ბაზარი ჩემთვის პრობლემა არაა“, – ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Bild-ი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია დიბალას მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან დაკავშირებით. ამ დღეებში არგენტინის ნაკრები მექსიკას ამხანაგურ შეხვედრაში შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში დიბალამ „ალბისელესტეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.

მსგავსი