პაუ კუბარსიმ „ბარსელონასთან“ ხელშეკრულება 2029 წლის ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა #1TVSPORT
პაუ კუბარსიმ „ბარსელონასთან“ ხელშეკრულება 2029 წლის ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა #1TVSPORT

„ბარსელონას“ 18 წლის ცენტრალურმა მცველმა, ესპანელმა პაუ კუბარსიმ კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლის ივნისის ჩათვლით გაახანგრძლივა.

კუბარსი 18 წლის იანვარში გახდა და ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის უფლებაც სწორედ ამის შემდეგ მიიღო. მისი გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონი ევრო იქნება.

ახალგაზრდა მცველი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, მისი დებიუტი პირველ გუნდში 2024 წლის იანვარში ხავი ერნანდესის მწვრთნელობის დროს შედგა. საერთო ჯამში კი გასულ სეზონში მან 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მიმდინარე სეზონში გერმანელი ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო გაიზარდა, კუბარსიმ 36 შეხვედრაში ითამაშა. ის ასევე იყო 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის მონაწილე ესპანეთის ნაკრებთან ერთად.