პაუ გასოლი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენთა კომისიის ახალი ხელმძღვანელი გახდა #1TVSPORT
ლეგენდარული ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში სპორტსმენთა კომისიის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ პოსტზე მან ფინელი ემა ტერჰო შეცვალა, რომელიც კომისიას 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა.
„ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია. 2021 წლიდან კომისიაში მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე და მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებ ამ გზას. 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადამდე გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა მივაღწიოთ მნიშვნელოვან პროგრესს და განვავითაროთ ის, რაც უკვე გაკეთდა. ყველაფერი დამოკიდებულია ერთობლივ მუშაობაზე – რაც უფრო უკეთ ვიმუშავებთ ერთად, მით მეტს მივაღწევთ“, – მოჰყავს გასოლის სიტყვები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახურს.
სპორტსმენთა კომისია წარმოადგენს ათლეტების ხმას, მათ შორის კომიტეტის აღმასრულებელ საბჭოში. კომისიას უდიდესი როლი აქვს ოლიმპიურ მოძრაობაში და უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველა სპორტსმენის ინტერესთა ბალანსს.