„სან-ანტონიო სპურსის“ ცენტრი პაუ გასოლი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე თამაშს გეგმავს. ესპანელის სიტყვები „ნიუს 4 სან-ანტონიომ“ (News 4 San Antonio) გაავრცელა.
„მინდა, რაც შეიძლება უკეთ ჩავატარო ეს სეზონი, ხოლო, როცა ის დასრულდება, დავაკვირდები საკუთარ ფიზიკურ ფორმას. მალე 39 წლის გავხდები. მიყვარს ეროვნული გუნდისთვის თამაში და მინდა გავაგრძელო მის რიგებში გამოსვლა. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა მოიპოვოს ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება. და მე ამაში ჩემი შემადგენლობაში ყოფნით დავეხმარო. თუ ფიზიკურად წესრიგში ვიქნები, სურვილი მაქვს ვითამაშო მსოფლიოს ჩემპიონატზე“.
ესპანეთის ნაკრები უახლოეს მატჩს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 14 სექტემბერს, კიევში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.