პაუ გასოლი გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან
პაუ გასოლი გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან

„სან ანტონიოს სპურსის“ ცენტრი პაუ გასოლი გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან. როგორც ESPN წერს, ესპანელს დაუდგინეს მარჯვენა ტერფის ძვლის მოტეხილობა. 38 წლის კალათბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.

გასოლს ტრავმირებული ტერფის არეში ტკივილების გამო, 4 ნოემბერის შემდეგ არ უთამაშია. მის დაბრუნებას მოედანზე ძალიან მალე ელოდნენ, მაგრამ დიაგნოზი იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ექიმებმა ივარაუდეს.
წლევანდელ სეზონში ესპანელი ვეტერანი საშუალოდ მატჩში 6.8 ქულასა და 6.1 მოხსნას აგროვებს.