პატრის ევრამ კარიერა დაასრულა
პატრის ევრამ კარიერა დაასრულა

ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ კარიერა დაასრულა, იტყობინება იტალიური „გაძეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport).

38 წლის სპორტსმენს ლიცენზიის აღება და მწვრთნელად მუშაობა აქვს განძრახული.

„ჩემი ფეხბურთელის კარიერა დასრულებულია“, – განაცხადა ევრამ. – „მე 2013 წლიდან სწავლა ბ კატეგორიის ლიცენზიის აღებისთვის დავიწყე. ახლა მინდა დაწყებული დავამთავრო და ლიცენზია ავიღო. შემდეგ კი, თუ ყველაფერი კარგად იქნება, წელიწადნახევარში უკვე კლუბის ხელმძღვანელობა შემეძლება“.

ევრა ასპარეზობდა იტალიურ კლუბებში, „მონცასა“ და „იუვენტუსში“, ფრანგულ „ნიცაში“, „მონაკოსა“ და „მარსელში“. ფრანგმა კარიერის დიდი ნაწილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც 14 ტიტული მოიგო. აქედან ხუთი ინგლისის ჩემპიონობა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაა.

ევრას ბოლო კლუბი კი ინგლისური „ვესტ-ჰემი“ იყო, სადაც მან 2018 წლის დასაწყისში ხუთი მატჩი ჩაატარა.