პატრის ბერჟერონი - თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და შედეგმაც არ დააყოვნა
პატრის ბერჟერონი - თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და შედეგმაც არ დააყოვნა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის კლუბ „ბოსტონის“ თავდამსხმელმა პატრის ბერჟერონმა, „სტენლის თასის“ ფინალური სერიის მეექვსე მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მათ წინა თამაშებში დაშვებული შეცდომები გამოასწორეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

მისი სიტყვებით, მეკარე ტუკა რასკმა ძალიან კარგად ითამაშა. სერიის მეექვსე მატჩი „სენტ-ლუისში“ გაიმართა, სადაც „ბოსტონის“ ჰოკეისტებმა დამაჯერებლად, ანგარიშით 5:1 გაიმარჯვეს.

„ეს იყო ჩვენი მიზანი, უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა და ჩვენ ეს შევძელით. გამოვასწორეთ თამაშის ხარისხი და შედეგმაც არ დააყოვნა. რასკმა შესანიშნავად ითამაშა, მან უდიდესი როლი შეასრულა იმაში, რომ მეშვიდე შეხვედრა გამართულიყო“, – განაცხადა ბერჟერონმა.