„პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, თბილისის საკრებულოს შენობიდან „ევროპულმა საქართველომ“ ბანერი „ნატო აქაურობას“ გამოფინა

17:13, 15.06.2019

„პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, თბილისის საკრებულოს შენობიდან „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბანერი „ნატო აქაურობას“ გამოფინეს.

პარტიის წევრების თქმით, საქართველოსა და მისი მოსახლეობის არჩევანი არის ევროპა და ნატო-ში ინტეგრაცია, ამ მიზანს კი ეწინააღმდეგება ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც აქცია გამართა. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ ამ ჟესტით პრორუსული პარტიის წევრებს მათ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს საქართველოს მოსახლეობის 70%-ის არჩევანი.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. პარტიის წარმომადგენლებმა დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.

მსგავსი