პატრიკ ვიეირა - შეცდომები ძვირად დაგვიჯდა
პატრიკ ვიეირა - შეცდომები ძვირად დაგვიჯდა

ფრანგული „ნიცას“ მთავარმა მწვრთნელმა, პატრიკ ვიეირამ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩზე, რომელშიც მისი გუნდი „ლილთან“ 0:4 დამარცხდა. მისი სიტყვებით, შედეგი ლოგიკური იყო.

„ჩვენ თამაშის დაწყებიდან ბოლო წუთებამდე ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით,“ – ციტირებს ვიეირას „ეიეფპი“ (AFP).- „შევხვდით ძლიერ კლუბს და მათ ვერაფერი დავუპირისპირეთ. შეცდომების გამო დავისაჯეთ. ჩვენ არ გვქონდა აგრესია და ეს ძვირი დაგვიჯდა. მოწინააღმდეგე ძალიან სწრაფი იყო, ინდივიდუალურადაც და ყველა კომპონენტში დაგვჩაგრეს. მე არც იმას უარვყოფ, რომ ბოლო თვეებში კარგად გამოვიყურებით, მაგრამ ეს შეხვედრა ჩვენ აშკარად ჩავაგდეთ.“