პატრიკ შენაჰანი - ირანის მხრიდან პოტენციური შეტევები აშშ-ის საპასუხო ზომების წყალობით შეჩერდა
პატრიკ შენაჰანი - ირანის მხრიდან პოტენციური შეტევები აშშ-ის საპასუხო ზომების წყალობით შეჩერდა

ირანის მხრიდან პოტენციური შეტევები აშშ-ის საპასუხო ზომების წყალობით შეჩერდა, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოფიციალური თეირანის მხრიდან დიდი საფრთხე კვლავ არსებობს, ამიტომ, მათი მთავარი საქმე ამ საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

ირანის მხრიდან გარკვეული სახის საფრთხის შესახებ ვაშინგტონში რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს. მას შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ვაშინგტონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა, ცოტა ხანში კი დოკუმენტის საფუძველზე მოხსნილი სანქციები განაახლა.