პატრიკ მაკკოუ „ტორონტოში“ ითამაშებს

12:26, 10.01.2019

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ უკვე ყოფილი კალათბურთელი პატრიკ მაკკოუ ამ დროისთვის თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდს ეძებს. თავდაპირველად 23 წლის გამთაშებელი თითქოს „კლივლენდში“ უნდა გადაბარგებულიყო, თუმცა „სი-ენ-ენ“-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ამტკიცებს, რომ მაკკოუ სულ მალე „ტორონტო რეპტორსის“ კალათბურთელი გახდება.

ვოჟნაროვსკის თქმით მოლაპარაკებები უკვე ფინალურ ეტაპზეა და სულ მალე 23 წლის მაკკოუ „ტორონტოს“ შეუერთდება.

მსგავსი