პატრიკ კლუივერტი ინდონეზიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლეგენდარული ნიდერლანდელი ფორვარდი პატრიკ კლუივერტი ინდონეზიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება. პრეზენტაცია 12 იანვარს გაიმართება და ორწლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი.
კლუივერტის მთავარი ამოცანა იქნება ინდონეზიის ნაკრების გაყვანა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ამჟამად გუნდი თავის ქვეჯგუფში მესამე ადგილზეა აზიის შესარჩევი ტურნირის დასკვნით ეტაპზე და ჩამორჩენა ავსტრალიასთან მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს.
ბოლო პერიოდში ინდონეზიის ნაკრებში ბევრი ნატურალიზებული ფეხბურთელი თამაშობს, რომლებიც ნიდერლანდებში არიან დაბადებულნი. კლუივერტის მთავარ მწვრთნელად მიწვევაც სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული.
ადრე პატრიკ კლუივერტი კურასაოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ასევე ავარჯიშებდა თურქულ „ადანა დემირსფორს“.