პატრიკ კლუივერტი ინდონეზიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
პატრიკ კლუივერტი ინდონეზიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი ინდონეზიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, – ინფორმაციას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

კლუივერტსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება 2027 წლამდე გაფორმდა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების პირობით.

კლუივერტი ინდონეზიის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი შეხვედრებისთვის მოამზადებს. ამჟამად ეს ნაკრები შესარჩევ ჯგუფში 6 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო წინ 4 შეხვედრა აქვს, მათ შორის ლიდერებთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან.

48 წლის კლუივერტმა ფეხბურთელის კარიერა 2008 წელს ფრანგულ „ლილში“ დაასრულა, ამის შემდეგ ის ნიდერლანდების რამდენიმე გუნდს ავარჯიშებდა, იყო ნაკრების მწვრთნელის ასისტენტიც. ასევე მუშაობდა კურასაოსა და კამერუნის ნაკრებების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ხოლო ბოლოს თურქულ გუნდს, „ადანასპორს“ უძღვებოდა.