პატრიკ იუინგს კორონავირუსი დაუდასტურდა
პატრიკ იუინგს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ლეგენდარულ კალათბურთელ პატრიკ იუინგს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ „ჯორჯთაუნ ჰოიასის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა თავად განაცხადა საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

ამჟამად იუინგი ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში მედიკოსების მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ვეტერანი დარდობს, რომ ვირუსი არ გადასდოს იმ ადამიანებს ვისთანაც მას ბოლო პერიოდის მანძილზე ჰქონდა კონტაქტი. „ნიუ იორკ ნიქსის“ ყოფილმა ლეგენდარულმა მოთამაშემ ასევე COVID 19-ის სერიოზულობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ვირუსი სხვა ინფექციებისგან განსხვავებული და ბევრად საშიშია.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ეს კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა არ არის.