პატო - მოვიგებ ლიბერტადორესის თასს და ევროპაში დავბრუნდები
პატო - მოვიგებ ლიბერტადორესის თასს და ევროპაში დავბრუნდები

ბრაზილიური „სან პაულუს“ ფორვარდმა ალეშანდრე პატომ აღიარა, რომ ევროპაში ისურვებდა კარიერის გაგრძელებას. წარსულში 30 წლის ბრაზილიელი „მილანში“, „ჩელსისა“ და „ვილიარეალში“ თამაშობდა.

„ძალიან მინდა ევროპაში დაბრუნება. წელს კარგად გამომდის თამაში. მოვიგებ ლიბერტადორესის თასს და შემდეგ დავბრუნდები. შესანიშნავი იქნებოდა, ისევ აღმოვჩენილიყავი „მილანში“. როცა იქ პირველად ვიყავი, მცირე ტრავმა სერიოზული პრობლემა გახდა. საკუთარი თავის რწმენა დავკარგე, ცოტათი მარტოხელად ვგრძნობდი თავს, რადგან ყველანი მე მადანაშაულებდნენ“, – განუცხადა „გაძეტა დელო სპორტს“ პატომ.

ამ სეზონში ფორვარდმა ბრაზილიის ჩემპიონატის 20 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი „სან პაულუსთან“ 2022 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში. პატოს სატრანსფერო ღირებულება ექვსი მილიონი ევროა.